თოზუ გულმამედლი- სოფელ დუზაგრამაში, საარჩევნო უბნებთან საჯარო მოხელეები სიებით დგანან
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. კახეთის რეგიონში კი ამ დროისთვის ყველა უბანი გახსნილია.
ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა სააჩევნო უბნების წინ, მმართველი პარტიის მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები სიებით დგანან. აღნიშნულ საკითხზე ავრცელებს ინფორმაციას იორმუღანლოში მცხოვრები თოზუ გულმამედლი. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები ფიქსირდება სოფელ დუზაგრამას #28 და #29 საარჩევნო უბნების წინ
თოზუ აცხადებს, რომ სიებით ხელში სოფელში მერის წარმომადგენელი და საჯარო მოხელეები დგანან და უბანზე მისულ ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ მათ მხარდასაჭერად ოჯახის წევრებიც მიიყვანონ.
ფოტო: თოზუ გულმამედლი.