კახეთის რეგიონში ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა
კახეთის რეგიონში, რვავე საარჩევნო ოლქში, 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. სწორედ ამ დროიდან დაიწყეს ამომრჩევლებმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გაკეთება.
კახეთის რეგიონში, სულ 256 საარჩევნო უბანია. აქედან, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები 175, ხოლო ტრადიციული მეთოდით 81 უბანზე ჩატარდება.
რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, მიმდინარე წლის 14 ოქტომბრის მდგომარეობით რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში 294 844 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.
არჩევნები გამორჩეულია იმითაც, რომ ამომრჩევლის 89% ხმას სპეციალური ელექტრონული აპარატების დახმარებით მისცემს, დარჩენილი 11% კი ტრადიციული მეთოდით.
ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი, სადაც არჩევნები ტრადიციული მეთოდით ტარდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტშია, ხოლო ყველაზე ნაკლები უბანი კი, ახმეტის მუნიციპალიტეტში.