როგორ უნდა მისცეთ ხმა ელექტრონული ტექნოლოგიების უბნებზე
როგორია ხმის მიცემის პროცედურები ელექტრონული ტექნოლოგიების უბნებზე:
- ხმის მიცემა შეგიძლიათ 08:00 საათიდან 20:00 საათამდე
- წარადგენთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და შეგიმოწმდებათ მარკირება
- თქვენი მონაცემები მოიძებნება ამომრჩეველთა სიაში
- გაგიკეთდებათ მარკირება
- ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამოიბეჭდება ქვითარი
- მოაწერთ ხელს ქვითარს, რომელიც მოთავსდება ქვითრების ყუთში
- გააფერადებთ საცდელ წრეს, მიიღებთ ჩარჩო-კონვერტს და ბიულეტენს
- კაბინაში გააფერადებთ ბიულეტენს
- ბიულეტენს მოათავსებთ საარჩევნო ყუთში ჩარჩო-კონვერტის დახმარებით
- ჩარჩო-კონვერტს მოათავსებთ მაგიდაზე და დატოვებთ საარჩევნო უბანს