სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” რუსთაველზე შეიკრიბება და არჩევნებში მონაწილეობის მოწოდებით მსვლელობას გამართავს
სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” დღეს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბება და მსვლელობას გამართავს, რომლის ფარგლებშიც თანამოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. აქცია პარლამენტის წინ 7 საათიდან დაიწყება.
“დღეს, გადამწყვეტი არჩევნების წინა საღამოს, ვიკრიბებით რუსთაველზე და მსვლელობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი გადამწყვეტი ხმის უფლება ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასარჩენად!” – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.