Facebook ჯგუფში ,,დაიტოვე” მოქალაქეები ერთმანეთს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობენ
Facebook ჯგუფში ,,დაიტოვე” მოქალაქეები ერთმანეთს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგიონების მიმართულებით უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობენ.
ჯგუფი რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში მონაწილე მოქალაქეების დასახმარებლად შეიქმნა. მოსახლეობა ერთმანეთს საკვებს, სხვადასხვა სახის ნივთებს და ღამის გასათევ ადგილს სთავაზობდა.
საარჩევნოდ კი აღნიშნულ ჯგუფს, სხვა დატვირთვა მიეცა. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, მოქალაქეები ერთმანეთს ტრანსპორტირებას სთავაზობენ, რათა მათ შესაძლებლობა მიეცეთ მისცენ არჩევნებში სასურველ კანდიდატს ხმა. გარდა დედაქალაქისა, მოქალაქეები მსურველებს რეგიონში ტრანსპორტირებასაც სთავაზობენ.