EU-დან არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია გაიზრდება – ევროკომისია
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის მაჩვენებელი გაიზრდება.
BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ლაიენის მიერ წევრი სახელმწიფოებისთვის გაგზავნილ წერილში ხუთშაბათს და პარასკევს (17-18 ოქტომბერი) ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრების წინ. გამოცემა იუწყება, რომ არალეგალ მიგრანტების დეპორტაციასთან დაკავშირებით ევროკომისია ახალ საკანონმდებლო წინადადებას წარადგენს.
ლაიენი აცხადებს, რომ ბლოკს შეუძლია ისწავლოს გაკვეთილი იტალიის სადავო პოლიტიკიდან ალბანეთთან მიმართებაში. გამოცემა წერს, რომ ლაიენმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც იტალიამ თავისი „ნანატრი“ სქემა წარადგინა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების ნაწილს იტალია ალბანეთში გაგზავნის.
BBC წერს, რომ არალეგალი მიგრანტების დაბრუნების მაჩვენებელი ამჟამად 20%-ს შეადგენს. ლაიენის თქმის, ეს ნიშნავს იმას, რომ მიგრანტების უდიდესი ნაწილი, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების უნდა დაეტოვებინა, ამას არ აკეთებენ. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის დატოვების ნაცვლად მიგრანტები ბლოკის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადიან. მისი თქმით, არალეგალ მიგრანტებს არ უნდა ჰქონდეთ საშუალება სისტემაში არსებული ბზარებით ისარგებლონ.