ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები რუსულ კანონს სტრასბურგის სასამართლოში ასაჩივრებენ
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან.
როგორც დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, 17 ოქტომბერს რუსულ კანონს და მისგან გამოწვეულ მძიმე შედეგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის და 4 ფიზიკური პირის სახელით ასაჩივრებენ.
მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების უფლების, გამოხატვის თავისუფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების დარღვევებზე იდავებენ.