ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ედისონის ცენტრმა ყვარელში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ედისონის ცენტრი საინფორმაციო შეხვედრების სერიას 5 სხვადასხვა ქალაქში ატარებს და სწორედ ერთ-ერთი საინფორმაციო შეხვედრა ყვარელში გაიმართა, რაც მოიცავდა: ედისონის ცენტრის სასწავლო პროგრამების წარდგენას და ცენტრის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

შეხვედრაზე მიმდინარეობდა, საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო ფორმატის მეთოდოლოგიის გაცნობა.

ინფორმაცია ედისონის ცენტრის შესახებ:

თომას ედისონის სახელობის ელექტროენერგეტიკის საზოგადოებრივი ცენტრი ინდუსტრიაში დასაქმებული სპეციალისტების გამაერთიანებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა.

ედისონის ცენტრი ხელს უწყობს საქართველოს ელექტროენერგეტიკული ინდუსტრიის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებასა და ჰარმონიზაციას.
დასახული ამოცანის შესასრულებლად ცენტრი მოიცავს შემდეგ მიმართულებებსა და აქტივობებს:

• ელ. ენერგეტიკული სექტორისთვის კვალიფიციური პერსონალის მომზადება/გადამზადება
• ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება ინდუსტრიაში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესახებ
• დარგობრივი საკანონმდებლო ინიცირებები
• Პროფესიონალური მხარდაჭერა სამუშაო პროცესებში (technical support)
• თანამედროვე Სტაციონალური და მოძრავი ლაბორატორიები
• გამოცდილების გასაზიარებელი ვიზიტები ევროპულ კომპანიებში
• თემატური კონფერენციები
• ვორქშოფები და სემინარები
• თემატური ელექტრონული და ფიზიკური ბიბლიოთეკა
• ტრენინგ-შეჯიბრებები
• კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიცირება

ედისონის ცენტრის მიზანია, საკუთარი აქტივობებით ხელი შეუწყოს ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ქსელის (grid) თითოეული კომპონენტის, – გამომუშავების, გადაცემის, განაწილებისა და მოხმარების გაუმჯობესებას, ევროპულ სტანდარტთან დაახლოებასა და ტრანფორმაციულ ცვლილებს.

ედისონის ცენტრი – საზოგადოებრივი ცენტრი (community center). Რაც გულისხმობს, რომ იგი არ წარმოადგენს ერთი კონკრეტული კომპანიის ან ჯგუფის საკუთრებას, ღიაა ელექტროენერგეტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის და დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის, რომლებიც მზად არიან წვლილი შეიტანონ ელექტროენერგეტიკული სფეროს გაუმჯობესების პროცესში.

(R)