რა ღონისძიებები იგეგმება ჭაჭის ფესტივალზე თელავში
19 ოქტომბერს თელავში ,,ჭაჭის ფესტივალი-2024″ გაიმართება.
ფესტივალი, ყოველ წელს, რეგიონის რვავე მუნციპალიტეტის მონაწილეობით იმართება თელავში. „ჭაჭა“ ერთადერთი რეგიონული, ყოველწლიური ფესტივალია, რომელშიც ფერმერები, გლეხები, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან.
ნახეთ რა ღონისძიებები იგეგმება ფესტივალზე:
• 12-00 სთ – ფესტივალის გახსნა მუსიკალურ-თეატრალიზებული მსვლელობით;
• 12-45 სთ – 13-00 სთ. -საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ მიერ საქართველოს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია;
• 12-30 – 18-00 სთ
– კახეთის რეგიონის ყველა – რვა მუნიციპალიტეტის მცირე მარნების, ფერმერების და გლეხების და ასევე ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების მიერ ჭაჭის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;
– კახეთის რეგიონის ყველა – რვა მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი კუთხეების წარდგენა, მათთვის დამახასიათებელი ეთნოსის, ტრადიციების და კულტურის წარმოჩინებით;
– კახეთისთვის დამახსიათებელი გასტრონომიული კუთხე და ტრადიციული კერძების გამოფენა-გაყიდვა;
– კახეთის რვა მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი მეწარმის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
– მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი კულტურული პროგრამა, რომელსაც ტრადიციულად წარუძღვება საქართველოს სახალხო არტისტი, თელავის თეტარის მსახიობი ვანო იანტბელიძე;
• 14-00 – 16-00 სთ – ფესტივალის ფარგლებში საკონკურსო ჟიური ჩაატარებს ჭაჭის სადეგუსტაციო ერთობლივ მასტერკლასს:
– გიორგი სოლომნიშვილი – რა უნდა გავითვალისწინოთ მაღალი ხარისხის ჭაჭის გამოხდისას – ძირითადი პრინციპები;
– გიორგი დათუკიშვილი – ჭაჭის გამო სახდელად საჭირო ყურძნის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
– გიგა კუჭავა – რა უნდა გავითვალისწინოთ ჭაჭის ნაზავის შექმნისას;
– ზაზა გრიგალაშვილი – ჭაჭის მარკეტინგი, დეგუსტაცია და შეხამება.
• 16-00 სთ – 17-00 სთ – თეატრი № 1-ი სპექტქკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ (რეჟისორი კიაზო ჯობავა) თეატრალიზებული მუსიკალური ნომრებით.
• 17-00 სთ – გამარჯვებულების დაჯილდოვება 2024 წელს საუკეთესო ჭაჭის წარმოებისთვის – ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით, შესაბამისი მოწმობებით – ცალკე ფერმერები და გლეხები, ცალკე კომპანიები.
• 17-30 სთ – 2024 წლის ფესტივალზე ყველაზე კრეატიული მუნციპალიტეტის დაჯილდოება, რომელსაც ფესტივალის ორგანოზატორის მხრიდან გადაეცემა მის ტერიტორიაზე არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ფულადი ჯილდო;