გერმანიის ელჩი – ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის
ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი პლატფორმა X-ის პირად გვერდზე წერს.
ელჩი საუბრობს დღეს არსებული ვითარების რისკებზეც.
“საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების [შეხვედრაზე] ვთქვი, რომ ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება. ასევე აღვნიშნე ამჟამინდელი ვითარების ეკონომიკური რისკები საქართველოსთვის: სავალუტო ბაზარი, საკრედიტო რეიტინგი, შეღავათიანი ფინანსები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ვაჭრობა, ტურიზმი და ემიგრაცია”, – წერს ფიშერი.