სოფელ ალავერდში ,,ყველისა და პურის ზეიმის დღე” ჩატარდება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში, „ლურჯი ალავერდის“ ტერიტორიაზე, ,,ბრიჯ-ინოვაცია და განვითარებას“ მიერ უკვე ტრადიციად ქცეული „ყველისა და პურის ზეიმის დღე” შაბათს, 19 ოქტომბერს გაიმართება.
ყველისა და პურის ზეიმი მიზნად ისახავს, ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის პოპულარიზაციას, ასევე ფერმერების და მწარმოებლების ერთმანეთთან დაკავშირებას და მათ შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
ღონისძიებაზე მოწვეული ფერმერები დმსწრე საზოგადოებას აჩვენებენ ყველისა და პურის მოსამზადებლად გამოყენებულ უძველეს მეთოდებს და სტუმრებს მოუყვებიან სხვადასხვა სპეციფიკურ დეტალებზე. მასპინძელ თუშ და პანკისელ ფერმერებთან ერთად გიმასპინძლებენ “სტუმარი ფერმერები” საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან.
,,ღონისძიების დევიზია “ახალი, უვნებელი, ნატურალური. შემოგვიერთდეთ, დააგემოვნოთ და შეიძინეთ ქართველი ფერმერების პროდუქცია პირველი ხელიდან. ერთად შევქმნათ მხიარული აურზაური და სამახსოვრო დღედ ვაქციოთ “ყველისა და პურის ზეიმის” დღე. თბილისიდან უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება ალავერდამდე და უკან, დილის 9 საათამდე ავტობუსი დაგელოდებათ რუსთაველის მეტროსთან “ველოსიპედთან” და უკან ალავერდიდან გამოვა 16:00 საათზე, ჩამოსვლის სავარუდო დრო არა უგვიანეს 19:00 საათი. ღონისძიება სრულად დააფინანსა მასპინძელმა ორგანიზაციამ “ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება”, – ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ფერმერების გვერდში დგომას და სოფლის გაძლიერებაზე ზრუნვას, აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.