42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი გაიხსნება
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი გაიხსნება – ასეთია ამ ეტაპზე ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი.
ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 95 834-ს.
სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის საკითხს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
ოპოზიციის წარმომადგენლის გიორგი სიორიძის განცხადებით, სტრასბურგში არის ამომრჩევლების ის რაოდენობა, რაც საარჩევნო უბნის გახსნას ითვალისწინებს. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში კი უბნის გახსნა დიპლომატიურ წარმომადგენლობაშიც მოხდებოდა. მისი თქმით, ამ საკითხის მოგვარებაში შესაძლებელი იქნებოდა პრეზიდენტის კავშირების გამოყენება.
სიორიძეს ცესკოს თავმჯდომარემ უპასუხა.გიორგი კალანდარიშვილმა ოპოზიციის განცხადებები საზღვარგარეთ 7 დამატებითი უბნის გახსნის პოზიტიური ნაბიჯის გადაფარვად შეაფასა.