სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფზე ყოველწლიურად 300 000 ცხოველს ცრის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო, პროფილაქტიკის მიზნით, ყოველწლიურად 300 000 სულ ძაღლსა და კატას ცრის.
ამავე ცნობით, მიმდინარე წელს, დღეის მდგომარეობით, ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით 185 000 შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი, კატა) ჩაუტარდა, მათ შორის,კახეთის რეგიონში 27 300 ძაღლი და კატაა ვაქცინირებული.
სააგენტოს მიერ განხორციელებული ვაქცინაცია არის უფასო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით 2013 წლიდან ახორციელებს.
ფიზიკურიან იურიდიული პირის (მათ შორის, ცხოველთათავშესაფარი) მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო პათოლოგიური მასალის უფასო ლაბორატორიულ კვლევას უზრუნველყოფს.