„ვილაჯიო მირზაანი რეზორტის“ ტერიტორიაზე შატო გაიხსნა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, „ვილაჯიო მირზაანი რეზორტის“ ტერიტორიაზე შატო გაიხსნა.
როგორც „ვილაჯიო მირზაანი რეზორტის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა რატი ტოკლიკიშვილმა განაცხადა, რომ შატო მოიცავს ღვინის მარანსა და სადეგუსტაციო სივრცეს. პროექტი „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებისა და თიბისი ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.
„შატოსა და სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ როგორც ქვევრის, ისე ევროპული წესით დაყენებული ღვინის დეგუსტაცია. ასევე თონეში პურის ჩაკვრის მასტერკლასი, ფელამუშის მომზადება და ჩურჩხელების დამზადება“, – განაცხადა რატი ტოკლიკიშვილმა.
„ვილაჯიო მირზაანი რეზორტის“ ტერიტორიაზე პირველი სივრცე ორი წლის წინ გაიხსნა. სასტუმროსა და კოტეჯებში ორი სტუმრის განთავსების ფასი საუზმით 200-დან 300-ლარამდეა.