შარლ მიშელი – საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს
საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ პლატფორმა X-ის პირად გვერდზე წერს.
როგორც მიშელი აღნიშნავს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოსთვის „გადამწყვეტ მომენტში“ ხვდება, ამასთან, მიშელის თქმით, საქართველოს რეფორმების გაღრმავება სჭირდება ევროკავშირის ღირებულებების შესაბამისად.
“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში ვხვდები. როგორც კანდიდატ ქვეყანას, საქართველოს თავისი რეფორმების გაღრმავება სჭირდება ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებთან შესაბამისობაში. რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირისკენ გზის ბირთვია. საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს”, – წერს შარლ მიშელი.