გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს 424 მონაწილეს გააერთიანებს
ყველაზე ხალხმრავალი ფესტივალის 8 წლიანიისტორია გრძელდება. წელს გურჯაანის ღვინის ფესტივალი 424 მონაწილესა და 30 000 -ზე მეტ სტუმარს გააერთიანებს. კახეთის მთავარი მოვლენა 12 ოქტომბერს, ტრადიციულად მეღვინეობის ქალაქ გურჯაანში, ახტალას პარკში გაიმართება.
სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა დასხვა სასმელებს სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვისშექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები დაადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები დაამშვენებს. შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზესრეკრეაციულ ზონაში ნებისმიერი ასაკის ადამიანიშეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებთან დაოჯახის წევრებთან ერთად.
ფესტივალზე, სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართულიმრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასადა ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვაგასართობ აქტივობებში. გურჯაანის ახტალის პარკშიგანლაგებული 10-ზე მეტი სივრცე სტუმრების სურვილებზეიქნება მორგებული. წარმოდგენილი იქნება სომელიეებისშოუ და IWSC-ის ოქროს მედალოსანი ღვინოები. ასევე, მოეწყობა ქართული ბაზარი, ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთებისგამოფენა-გაყიდვა.
გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანი, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის – ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის. ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურის გაცნობაა.
ფესტივალი ყოველ წელს იზრდება და იგი 2022 წლიდან სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2024-ის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკიბიზნესი, ოფიციალური სპონსორი კი – მეღვინეობა თელიანი ველი. ფესტივალის სპონსორები: m², საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.