იორმუღანლოში მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში მცხოვრები მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
ძლიერი წვიმის გამო სოფლის გზა ნიაღვარმა დატბორა. მოსახლეობის თქმით, გზები ისეა დაზიანებული, რომ გადაადგილება უჭირთ როგორც ფეხით, ასევე მანქანითაც. პრობლემა განსაკუთრებით წვიმების დროს მწვავდება.
,,გუშინ იწვიმა და შიდა გზები ამ დღეში გვაქვს იორმუღანლოში. ამ გზით დადიან პატარა ბავშვები სკოლაში. გუშინ შევიტანე განცხადება ამ ბავშვებისთვის სასკოლო ტრანსპორტირებაზე. გზის რეაბილატიციაზეც კოლექტიური განცხადება გვაქვს შეტანილი”, – აცხადებს თოზუ გულმამედლი.