გზებზე გამონაბოლქვზე დახარვეზებულ ავტომობილებს შესაძლოა, ტექინსპექტირების გავლის ვალდებულება გაუჩნდეთ
„გზებზე გამონაბოლქვზე დახარვეზებულ ავტომობილებს ტექინსპექტირების გავლის ვალდებულება შესაძლოა, გაუჩნდეთ,“ – ამის შესახებ „თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმაშია აღნიშნული.
ამასთან, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, უნდა მოხდეს კატალიზური კონვერტორის ამოღების მავნე პრაქტიკის შემცირების გზების იდენტიფიცირება და ამის შესახებ სპეციალური ანგარიში უნდა მომზადდეს.