დედოფლისწყაროში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში, 38 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
ცხედარს ერთ- ერთი ადგილობრივის კუთვნილ ვენახში მიაკვლიეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მეგობრებთან ერთად, რთველში იმყოფებოდა და სახლში აღარ დაბრუნდა.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, მას საკუთარ ავტომობილში, იმ ვენახში მიაგნეს, სადაც მეგობრებთან ერთად იყო. გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს.
გარდაცვალების რეალურ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.