აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო, საიდანაც 244 699 ბავშვია
საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია.
სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოს თვის მონაცემებით, საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 226 721 ადამიანი.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, საარსებო შემწეობა 439 394-მა პირმა მიიღო, შესაბამისად, ამ პერიოდიდან, ფულადი დახმარების მიმღებ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 14 718-ით გაიზარდა.
ამასთან, იანვრის თვის მონაცემებით, სოციალური შემწეობა 16 წლამდე ასაკის 231 208 ბავშვმა მიიღო.