როგორია ამინდია მოსალოდნელი კახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მათივე ცნობით, საფრთხის დონე საშუალოა.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შემდეგი ტემპერატურა: ბარში ღამით +12, +17°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +20, +25°, ზოგან +29°-მდე; მაღალმთაში ღამით +5, +10°, დღისით +14, +19°, ზოგან +25°-მდე.