ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ პირველი ვაქცინა დაამტკიცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ პირველი ვაქცინა დაამტკიცა.
როგორც მედიასაშუალებები წერენ, ეს დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი პირველი ოფიციალურად დამტკიცებული პრეპარატია.
პრეპარატი დამტკიცებულია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, როგორც ორდოზიანი ვაქცინა. თუმცა, ჯანმოს განცხადებით, ის ასევე შეიძლება გამოიყენონ ორსულებმა და არასრულწლოვნებმა.
ჯანმო ასევე რეკომენდაციას უწევს ერთჯერადი დოზის გამოყენებას იმ შემთხვევებში, როდესაც მიწოდება შეზღუდულია, მაგრამ ხაზს უსვამს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონიტორინგის აუცილებლობას.
„მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი კომპანია Bavarian Nordic აცხადებს, რომ მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში მათ 50 მილიონზე მეტი ვაქცინა ექნებათ მზად.
„მაიმუნის ყვავილს“ წელს აფრიკაში სულ მცირე 643 ადამიანი შეიწირა.