,,რუსული კანონის” გავლენა და შედეგები არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებზე
გრძელდება რადიო ,,კახეთის ხმის” საგანგებო ეთერი. გადაცემათა ციკლი ეძღვნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას. განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ჩვენს საზოგადოებას ამ მიმართულებით აღელვებს და აახლოვებს გზას ევროკავშირამდე.
გადაცემაში ვისაუბრებთ რა ხდება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ სამოქალაქო სექტორში, რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი და რისი გამკლავება უწევთ.
დღევანდელი გადაცემის სტუმარია საბა ბრაჭველი, ,,სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” იურისტი.