ევროკავშირი და (USAID) საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, ნიკოლას სენდროვიჩი და USAID/Georgia -ის მისიის დირექტორი საქართველოში, ჯონ პენელი კახეთს ეწვივნენ, რეგიონში ევროკავშირისა და USAID-ის საქმიანობის შედეგების გასაცნობად.
შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჩატარდა კონრად ადენაუერის ფონდის (KAS, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა”) და კახეთის რეგიონული ჰაბის – მედია ცენტრი კახეთი MCK მხარდაჭერით.
ვიზიტი მოიცავდა ისეთი პროექტებს, რომლებიც განათლებას, სოციალურ და სამოქალაქო საკითხებს, ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ სამოქალაქო ლიდერებთან. რეგიონში ვიზიტით ხაზი გაესვა ადგილზე მოქმედი ორგანიზაციებისა და პირების საქმიანობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეებისთვის, რომლებიც რთულ სამუშაო გარემოში სხვადასხვა სახის შევიწროებას განიცდიან.