ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ზაფხულის სეზონზე ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა

ზაფხულის სეზონზე ტურისტულმა აქტიურობამ მოლოდინს გადააჭარბა. მზარდია შიდა ტურიზმიც.
,,საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა კიდევ იზრდება.
,,2024 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 367 200-ით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 699 300 შეადგინა”.
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 722 900-ით განისაზღვრა, რაც 7.8 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსის დიანა ფხოველიშვილის ინფორმაციით, კახეთში, რთვლის პერიოდში ტურისტების რაოდენობა იზრდება.
,,კახეთში ტურისტული სეზონი ოქტომბრამდე გრძელდება. რთვლის პერიოდია და დიდი ინტერესია ტურისტების მხრიდან. საკმაოდ აქტიურობით გამოირჩევა შიდა ტურიზმიც. თელავში, შაბათ-კვირას დატვირთულია კვებისა და განთავსების ობიექტები. ყველა მეტი ტურისტია საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან, დანიიდან და სხვა ქვეყნებიდან“.