6 თვეში, კახეთში განქორწინების 471 შემთხვევა დაფიქსირდა
2024 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 924 და განქორწინების 6 859 შემთხვევა.
საქსტატის მონაცემებით, რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი ქორწინება თბილისში დარეგისტრირდა, რომელსაც მოსდევს იმერეთი (1 522), ქვემო ქართლი (1 205), აჭარის ა/რ (1 002) და სამეგრელო ზემო სვანეთი (893).
განქორწინების მაჩვენებლითაც პირველ ადგილს თბილისი იკავებს (2 298), შემდეგ მოდის იმერეთი (1 091), სამეგრელო-ზემო სვანეთი (834), ქვემო ქართლი (676), აჭარის ა/რ (550), კახეთი (471).