ახალი ამბები

გამოვდივართ ინიციატივით, რომ რქაწითელის ფასი იყოს 2.30 ლარი, ხოლო საფერავის 3.50 ლარი – გიორგი ბოტკოველი

გამოდივართ ინიციატივით, რომ ყურძნის ფასი რქაწითელთან დაკავშირებით უნდა იყოს მინიმალური 2 ლარი – 2 ლარი და 30 თეთრი, ხოლო საფერავის 3 ლარი – 3 ლარი და 50 თეთრი. სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირი, რომელიც ყოველწლიურად მილიარდ 600 მილიონ ევროს გამოყოფს სხვადასხვა ქვეყნებისთვის მეღვინეობის სექტორის გასავითარებლად , – განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, დღეს ყურძნის ფასი, ერთი ლარი არის პირადად ივანიშვილის და „მისი ბანდის გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი აქციონ სპირტად“ და გამდიდრდნენ.

“სანამ უშუალოდ ჩვენს ინიციატივაზე გადავალთ, მინდა საზოგადოებას მოკლედ გავაცნო თუ რა ხდება დღეს რეალურად კახეთის რეგიონში რთველთან დაკავშირებით. მიუხედავად არაერთი მწვავე პროტესტისა მევენახეების მხრიდან, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა და ჩვენ ვნახეთ აქციები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ხელისუფლებამ ყურადაც არ იღო და არცერთი ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი არც კი მივიდა მევენახეებთან, მოსახლეობასთან, რათა მათთვის ელემენტარული განმარტება მაინც გაეკეთებინა თუ რატომ არის მთავარი პრობლემა ის, რომ ფასი არის მიუღებელი და რატომ არის ზოგადად პრობლემა ორგანიზებულობა, რომელიც ხელს უშლის დამატებით მევენახეს, რომ ჩააბაროს საკუთარი მოსავალი. მას უწევს ათეულობით კილომეტრის გავლა და ქარხნების ძებნა, თუ სად ჩააბაროს მოკრეფილი ყურძნის მოსავალი და ეს არის დამატებითი ხარისთვის და დამატებითი პრობლემა, რომელიც არ აინტერესებს ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, რადგან ივანიშვილის მიზანია, რომ ხელი ააღებინოს მევენახეს ვენახის მოვლისგან, რათა მერე ეს მცირე მასივები მცირე მევენახეებისა მოხვდეს ისევ ერთეული ადამიანების ხელში და უფრო მეტად გაადიდოს მონოპოლია, რომლითაც დაკავებულია და ფაქტობრივად, დღეს ყურძენი და ყურძნის ფასი ერთი ლარი არის პირადად ივანიშვილის და მისი ბანდის გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი აქციონ სპირტად და შემდეგ გამდიდრდნენ ისევ ისინი და მიიღონ დამატებითი მილიონები.

ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ მოისმინა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სადაც ის საუბრობდა, რომ ყურძნის ფასი რქაწითელთან დაკავშირებით უნდა იყოს მინიმალური 2 ლარი – 2 ლარი და 30 თეთრი და რაც შეეხება საფერავს, უნდა იყოს მინიმალური 3 ლარი – 3 ლარი და 50 თეთრი. ჩვენ ამ ინიციატივის შევალთ აბსოლუტურად ყველა მევენახის ოჯახში და ყველა მევენახეს გავაგებინებთ თუ როგორ ვაპირებთ ამ ყველაფრის გაკეთებას. რატომ გვინდა ჩვენ ევროკავშირი? იმიტომ, რომ სწორედაც ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა არის ძალიან დიდი ამ მიმართულებით, ევროკავშირი ყოველწლიურად მილიარდ 600 მილიონ ევროს გამოყოფს სხვადასხვა ქვეყნებისთვის, რათა განვითარდეს მეღვინეობის და მევენახეობის სექტორი. ერთ ძალიან პატარა მაგალითს მოვიყვან, ისეთი წარმატებული ქვეყნები, როგორც არის საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, რუმინეთი არის სულ ბოლო ქვეყანა, რომელიც 2007 წელს გახდა ევროკავშირის წევრი, მხოლოდ რუმინეთის მიმართებაში ევროკავშირმა უკვე 400 მილიონი ევრო დახარჯა. არა იმაში, როგორც ივანიშვილი მაფიოზურად აკეთებს, ისევ საკუთარ ჯიბეში უშვებს იმ სუბსიდიას, 20 თეთრს სამათხოვროდ უხდის ქვეყნის მოსახლეობას, არა ისე რომ ქარხნებს აძლევს, არამედ ევროკავშირის მიზანი არის, რომ განავითაროს ადგილობრივი მცირე საოჯახო მარნები, სწორედ ამ მიმართულებით, 26 ოქტომბრის შემდეგ, ყველა თანხა და ყველა ინიციატივა, რომელიც იქნება სოფლის მეურნეობისკენ მიმართული, სწორედ ევროკავშირის წესების შესაბამისად იქნება და ეს იქნება მიმართული მცირე მეღვინეობის, მცირე მარნების განსავითარებლად, რათა მევენახე არ იყოს დამოკიდებული ქარხანაზე თუ როდის გადმოუგდებს ივანიშვილი მათ ერთობლივად გროშებს და როდის მიიღებს ის ელემენტარულ შემოსავალს, რომელიც იმ ხარჯსაც კი ვერ ასწორებს, რომელიც მას წლების განმავლობაში აქვს გაწეული”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.