ვეტერინარული პრეპარატის შეფუთვაზე მონაცემების ქართულად მითითების ვალდებულება ამოქმედდა
ვეტერინარული პრეპარატის შეფუთვაზე მონაცემების ქართულად მითითების ვალდებულება ამოქმედდა.
კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის №345 დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საბოლოო მომხმარებლისთვის განკუთვნილი ვეტერინარული პრეპარატის პირველად ან/და მეორეულ შეფუთვაზე მითითებული მონაცემები უნდა იყოს ქართულ ენაზე.
“იმ შემთხვევაში, თუ იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატის პირველად ან/და მეორეულ შეფუთვაზე მითითებული მონაცემები არ არის ქართულ ენაზე, საბოლოო მომხმარებელს, მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ქართულ ენაზე, ანოტაციის (ჩანართი ფურცლის) სახით ან სხვა ალტერნატიული საშუალებით”, – აღნიშნულია ცვლილებაში.
დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.