თელაველი სპორტსმენი ლადო ჭინჭარაული, პარიზის პარალიმპიური თამაშების ფინალშია
თელაველი სპორტსმენი ლადო ჭინჭარაული პნევმატური შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში იასპარეზებს.
მან პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე R9 კატეგორიაში პნევმატური შაშხანის 50 მეტრზე სროლაში იასპარეზა და 622.4 ქულა დააგროვა. მან 25 მონაწილეს შორის მე-6 ადგილი დაიკავა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალი დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.