მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვა 2025 წლის პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა
მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვა 2025 წლის პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, რომლითაც „მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ“ 2023 წლის 29 აგვისტოს 1559-ე განკარგულებაში ცვლილება შევიდა.
სამართლებრივი დოკუმენტში წერია: „საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამომხმარებლო ფასების შენარჩუნების მიზნით, 2025 წლის პირველ აპრილამდე აიკრძალოს მდედრი მსხვილფეხა საქონლისა და 160 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მამრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი“.
განკარგულება 2024 წლის პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში.
2023 წლის 29 აგვისტოს 1559-ე განკარგულების მიხედვით, მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვა მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე მოქმედებდა.