რა პრობლემები ექმნებათ ქვეითთა მოსიარულეებს თელავში გადაადგილებისას
ქალაქ თელავში, ქვეითად მოსიარულეები, ე.წ. ზებრაზე თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო, მათ გზაზე გადასვლა მანქანების დიდ ნაკადში უწევთ. მათი თქმით, ასევე პრობლემას ქმნის ისიც, რომ მძღოლების უმეტესობა არ იცავს მოძრაობის წესებს და მოქალაქეებს ქვეითთა გადასასვლელებზე გზას არ უთმობს.
განსაკუთრებით პრობლემურია თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, სადაც როგორც მანქანების, ისე მოქალაქეების მოძრაობა გადატვირთულია. აღნიშნული პრობლემის გამო, ქვეითთა გადასასვლელებზე ხშირია ავარიები.