სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აგვისტოს 06:00-დან 16:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თელავში ჩოლოყაშვილის, კორძაძის, დავით რექტორის, ორბელიანის და მიმდებარე ქუჩებზე; 07:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ყვარელში ჭავჭავაძის, ნეკრესელის, ლესელიძის, თავდადებულის და მიმდებარე ქუჩებზე; 07:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში; 10:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს საგარეჯოს რაიონის სოფლებში თოხლიაური, წყაროსთავი, პატარძეული და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 18:00 საათამდე შუალედებში ლაგოდეხის რაიონის სოფლებში ცოდნისკარი, ვარდისუბანი, შეერთება და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ლაგოდეხში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახმეტაში რუსთაველის, ყაზბეგის, ოძელაშვილის, თამარის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გურჯაანის რაიონის სოფლებში ველისციხე, ახაშენი, კარდენახი, არაშენდა, შაშიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სიღნაღის რაიონის სოფლებში წნორი, საქობო, ბოდბე, ნუკრიანი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ახმეტის რაიონის სოფელ ხოდაშენში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.