ახალი ამბები

აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა დღეს იწურება

საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა (გადანაცვლება, წაშლა, დამატება) გამოსაცდელებს 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში აბიტურიენტები ცვლილებებს ვეღარ შეიტანენ.

„აბიტურიენტები საკუთარი არჩევანის რაოდენობაში შეზღუდულნი არ არიან და ცენტრიც ურჩევს მათ, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააკეთონ რეალური არჩევანი – გაითვალისწინონ საკუთარი შეფასება და გადახედონ კონკურსს კონკრეტულ პროგრამებზე.
მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობის გათვალისწინებაც, ასევე – კონკრეტული პროგრამის სწავლის საფასური და სწავლების ენა. ყურადღებამისაქცევია აგრეთვე, თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით“,
– ნათქვამია ინფორმაციაში.