ახალი ამბები

გურჯაანის ღვინის ფესტივალს წელს მოხალისეები შეუერთდებიან

გურჯაანში, ყოველწლიურად ტარდება ღვინის ფესტივალი. წელსაც, ღონისძიება ოქტომბერში გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს, ღვინის ფესტივალს მოხალისეები შეუერთდებიან.

,,თუ ხარ 16-25 წლის, ცხოვრობ კახეთში და გსურს გახდე ნაწილი იმ გუნდისა, რომელიც ქმნის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ მოვლენას, ეს შენი შანსია. ჩვენ გთავაზობთ პოზიტიურ გამოცდილებას, ნეთვორქინგს, ლიდერობის, კომუნიკაციისა და გუნდური უნარების განვითარებას, სასაჩუქრე პაკეტსა და სერთიფიკატს. შეირჩევა 15 მოხალისე, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას, დაკომპლექტებიან გუნდებად, ჩაერთვებიან ფესტივალის საორგანიზაციო საქმიანობაში . ღვინო ჩვენი საუნჯეა – შემოგვიერთდით, გაერთეთ და გახადეთ ფესტივალი კიდევ უფრო გამორჩეული თქვენი მონაწილეობით”.

რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3WZIFtw
მოხალისეთა რეგისტრაცია სრულდება 15 სექტემბერს.