პარიზის ზაფხულის მე-17 პარაოლიმპიურ თამაშებზე თელაველი ლადო ჭინჭარაული მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პარაოლიმპიური ნაკრები პარიზის ზაფხულის მე-17 პარაოლიმპიურ თამაშებზე სპორტის 6 სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზებს.
მათ შორის იქნება თელაველი ვლადიმერ ჭინჭარაული, თელავის მუნიციპალიტეტის სპორტულ კლუბთა გაერთიანება “თელავის” სპორტული ტირის მენეჯერი, რომელიც პარა სროლაში (შაშხანით სროლა R4 და R5 კატეგორიებში 10 მეტრზე და R9 კატეგორიაში 50 მეტრზე) საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იქნება.

