შიდა ტურების ფასები გაიზარდა
ტურისტული კომპანია „ჯეო მეგზურის“ ხელმძღვანელმა ლევან ენუქიძის ინფორმაციით, შიდა ტურების ფასები რამდენიმე ათეული ლარით არის გაზრდილი.
„შიდა ტურების ფასები, ისევე როგორც ბევრი მომსახურების ღირებულება, წინა წელთან შედარებით გაზრდილია. ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველ რიგში, გაძვირებულია საწვავი და საკვები პროდუქტები, რაც პირდაპირ აისახება ყველაფერზე“.
მისივე თქმით, გაძვირებულია განთავსების ობიექტებში დარჩენაც, რაც ასევე ტურების ფასების ზრდას იწვევს.
„ასევე გაზრდილია სასტუმროების და კოტეჯების ფასები, სადაც ტურების დროს ვრჩებით. გასულ წელთან შედარებით, მაგალითად ერთდღიანი ტურების ფასი მინიმუმ 10 ლარით არის გაზრდილი და შემდეგ უკვე მიმართულების და დროის მიხედვით 30-40 ლარითაა მომატებული ტურების ფასები“.