ახალი ამბები

6 თვეში, ქალთა მიმართ ძალადობის 97 ფიზიკური და 419 ფსიქოლოგიური შემთხვევა დაფიქსირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 6 თვეში, ქალთა მიმართ ძალადობის 97 ფიზიკური და 419 ფსიქოლოგიური შემთხვევა დაფიქსირდა. იანვრიდან ივნისამდე პერიოდში სექსუალური ძალადობის 20 შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება ქალთა მიმართ ძალადობის სახეების დანარჩენ კლასიფიკაციას, ის შემდეგნაირად გამოიყურება: ეკონომიკური -1; იძულება – 11; უგულებელყოფა – 1.