ახალი ამბები

დედოფლისწყაროში მოზარდი ტბაში დახრჩობას გადაურჩა

დედოფლისწყაროს  პარკის ხელოვნურ ტბაში  15 წლის მოზარდი საბანაოდ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გოგონას შეტევა დაემართა და უგონო მდგომარეობაში დედოფლისწყაროს ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა.

ექიმებმა წყლიდან ამოყვანილი გოგონას გულის ამუშავება შეძლეს, მოგვიანებით კი  მოზარდი კატასტროფის სამედიცინო ბრიგადამ  თბილისში, ინგოროყვას სამედიცინო ცენტრში  გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო.

პარკი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, რეაბილიტაცია 2023 წლიდან მიმდინარეობს და სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის.