კაჭრეთში, ქალთა პროფესიული გადამზადების პროგრამის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
„მედია ცენტრი კახეთის“ MCK პროექტის ,,გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა” ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის და ASB – ის მხარდაჭერით ხორციელდება, ქალთა პროფესიული გადამზადების პროგრამის VET და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენეტების შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი ქალი აქტივისტებისა და სამოქალაქო ლიდერებისათვის ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც განხორციელებული აქტივობებისა და შედეგების შეჯამება მოხდა.
ქალებმა, რომლებმაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გადამზადება გაიარეს და ბიზნეს გრანტებიც მიიღეს, ისაუბრეს მსგავსი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე.
მათი თქმით, მსგავსი მიზნობრივი პროექტები ხელს უწყობს ქალებს მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება, დასაქმდნენ, ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი და ხელი შეუწყონ სხვა ქალებსაც დასაქმებაში.