ქალები საკუთარი გარემოს შესაცვლელად
ნახეთ ,,მედია ცენტრი კახეთის” მიერ მომზადებული პოზიტიური ისტორია, თუ როგორ უწევენ დახმარებას ქალები ერთმანეთს. როგორ ცვლიან ყოველდღიურობას და ცდილობენ, მეტად მიმზიდველი გახადონ გარემო, სადაც ცხოვრობენ.
ევროკავშირის მხარდაჭერით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა თამილა პატარაშვილმა გაიარა ჭრა-კერვის კურსი. ფიქრობს, რომ პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა პროდუქციის გაყიდვებს გაუზრდის.
მედია ცენტრი კახეთი MCK-ს მიერ გრძელდება ქალთა პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომლის მიზანია ქალთა მხარდაჭერა და შრომის ბაზარზე წვდომის ხელშეწყობა.
აქტივობა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის : „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა ფარგლებში“
ნახეთ ვიდეო, რომელიც ჩვენი პროგრამის შედეგებზე გვიამბობს.