ახალი ამბები

ექსპორტი 1.4%-ით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 564.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.6%-ით მეტია.

აქედან, ექსპორტი 3 530.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 1.4%-ით), ხოლო იმპორტი 9 034.5 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 2.9%-ით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2024 წლის იანვარ-ივლისში 5 504.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,
რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნდება.