ახალი ამბები

Lopota Spa Resort-მა კომპლექსის განვითარებაში ₾30 მილიონის ინვესტიცია ჩადო

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში ტურისტული კომპლექსი Lopota Spa Resort-მა ახალი პროექტების განხორციელებისთვის 30 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. შედეგად ზაფხულის სეზონის დაწყებისთვის, მაისის ბოლოს მე-16, 80-ნომრიანი სასტუმროს ახალი შენობა, ასევე აკვაპარკი, ხოლო ცოტა ხნის წინ „ლოპოტა ჯაზკლუბი“ შეემატა.

კომპანიის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე სასტუმრო 90%-მდე დატვირთვით მუშაობს და ქართველებთან ერთად უცხო ქვეყნის სტუმრებსაც მასპინძლობს.

Lopota Spa Resort-ის დასასვენებელი კომპლექსი კახეთში 2008 წლიდან ამოქმედდა და საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტურისტებს მრავალფეროვან სერვისებს ოთხივე სეზონზე სთავაზობს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდეგ, კომპლექსში სასტუმრო ნომრების რაოდენობა 300-მ გადააჭარბა და ჯამში, დაახლოებით 450 ადამიანს ასაქმებს.