მიმდინარე წლის ივლისში, საოჯახო სასტუმროების ფასები 0.7%-ით შემცირდა
მიმდინარე წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საოჯახო სასტუმროების ფასები 0.7%-ით შემცირდა, ხოლო ერთი წლის ჭრილში ფასები 5.6%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ ვკითხულობთ PMCG-ის კვლევაში.
ივლისში საოჯახო სასტუმროების ფასები ერთი წლის პერიოდში ყველაზე მეტად, 17%-ით შემცირებულია აჭარაში, თუმცა ამავე დროს, ფასები ერთი თვის ჭრილში აჭარაში ყველაზე მეტად გაძვირდა, კერძოდ, ზრდამ 14.7% შეადგინა.
რაც შეეხება თბილისს, ერთ თვეში ფასები 7.1%-ით არის შემცირებული, თუმცა ერთი წლის ჭრილში საოჯახო სასტუმროების ღირებულება 18.9%-ით გაძვირდა. რეგიონების მიხედვით, საოჯახო სასტუმროების ფასების ცვლილება ასე გამოყურება:
კახეთი: ერთ თვეში ფასის ცვლილება +1.2%, ერთ წელში +7.2%;
იმერეთი: ერთ თვეში -0.7% , ერთ წელში -3.6%;
გურია: მონაცემები არ არის მოცემული;
ქვემო ქართლი: მონაცემები არ არის მოცემული;
რაჭა: ერთ თვეში -4.4, ერთ წელში 0%;
შიდა ქართლი: ერთ თვეში +8.7%, ერთ წელში +4.8%;
სამეგრელო-ზემო სვანეთი: ერთ თვეში +3% , ერთ წელში +2.8%;
სამცხე-ჯავახეთი: ერთ თვეში +14%, ერთ წელში -2.3;
მცხეთა-მთიანეთი: ერთ თვეში -3.5%; ერთ წელში +17.6%.