როგორი იყო გურჯაანის საბაგირო გზა- ფოტოები
1971 წელს გურჯაანში საბაგირო გზა გაიხსნა. იგი აკავშირებდა ქალაქის ცენტრს და კულტურისა და დასვენების პარკს.
საბაგირო გზა ააშენა საქგიპროშახტმა. საბაგიროს სიგრძე დაახლოებით 255 მეტრი იყო. ბაგირზე ღია ტიპის გონდოლა მოძრაობდა. ქვედა სადგური თაღოვანი ფორმისაა და ერთ-ერთი ყველაზე პატარა საბაგირო სადგური იყო საქართველოში.
ზედა სადგურსაც თაღოვანი ფორმა აქვს. მისი სიმაღლე ორი სართულია. მეორე სართულზე არის წამყვანი ძრავა, გადაცემათა კოლოფი, მართვის პანელი და დაჭიმვის მექანიზმები.
დღეს ის მთლიანად გაძარცულია და ავარიულია.
წყარო: გიორგი ხევისპირელი