როგორ ცვლიან თემში მცხოვრები ქალები საკუთარ გარემოს
ნახეთ ,,მედია ცენტრი კახეთის” მიერ მომზადებულ პოზიტიური ისტორია, თუ როგორ უწევენ დახმარებას ქალები ერთმანეთს. როგორ ცვლიან ისინი ყოველდღიურობას. ქალები ცდილობენ, მეტად მიმზიდველი და სასურველი გახადონ გარემო, სადაც უწევთ ცხოვრება.
ევროკავშირის მხარდაჭერით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ქალებმა ბავშვობის სურვილი აისრულეს და ჭრა-კერვის კურსი გაიარეს. ისინი ფიქრობენ, რომ პროფესიული განათლება, რომელიც პროექტის ფარგლებში მიიღეს, დასაქმების შანსს აძლევთ.
მედია ცენტრი კახეთი MCK-ს მიერ გრძელდება ქალთა პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომლის მიზანია ქალთა მხარდაჭერა და შრომის ბაზარზე წვდომის ხელშეწყობა.
აქტივობა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის : „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა ფარგლებში“
ნახეთ ვიდეო, რომელიც ჩვენი პროგრამის შედეგებზე გვიამბობს.