საქართველოში რუსეთიდან 21 ათასით მეტი პირი შემოვიდა, ვიდრე გავიდა
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შემოსვლის 1 815 779 შემთხვევა აღირიცხა, 1 746 687 კი პირიქით, გავიდა ქვეყნიდან – აღნიშნულია შსს-ს საზღვრის კვეთის სტატისტიკაში.
მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ყველაზე მეტჯერ რუსეთიდან გადმოკვეთეს. ამ პერიოდში საქართველოში რუსეთიდან 21 205 ადამიანით მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში რუსეთიდან 439 638 პირი შემოვიდა, გასვლით კი – 418 442 მოქალაქე გავიდა.
საზღვრის კვეთის რაოდენობით, მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც საზღვრის გადმოკვეთის 417 363 და საქართველოდან თურქეთში გასვლის 413 433 შემთხვევა აღირიცხა.
ქვეყნების ათეული, საიდანაც ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა განხორციელდა, ასე გამოიყურება:
რუსეთი – 439 638 შემოსვლა, 418 442 გასვლა;
თურქეთი – 417 363 შემოსვლა, 413 433 გასვლა;
სომხეთი – 257 198 შემოსვლა, გასვლა 255 097;
ისრაელი – 91 567 შემოსვლა, 89 700 გასვლა;
აზერბაიჯანი – 61 528 შემოსვლა, 58 246 გასვლა;
ყაზახეთი – 53 171 შემოსვლა, 48 452 გასვლა;
ინდოეთი – 47 296 შემოსვლა, 46 5050 გასვლა;
ბელარუსი – 41 659 შემოსვლა, 35 010 გასვლა;
უკრაინა – 41 065 შემოსვლა, 39 008 გასვლა;
ირანი – 35 727 შემოსვლა; 36 169 გასვლა.
რაც შეეხება EU-ს, საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში შემოსვლის 114 648 და გასვლის 110 051 ფაქტი ფიქსირდება.