ახალი ამბები

6 თვეში საქართველოდან უცხო ქვეყნის 139 მოქალაქე გააძევეს

6 თვეში საქართველოდან უცხო ქვეყნის 139 მოქალაქე გააძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში საქართველოდან გაძევებულ პირთა შორის ყველაზე მეტი 28 პირი აზერბაიჯანის მოქალაქეა.

ამავე პერიოდში გააძევეს ირანის 16; ერაყის 14; ჩინეთის და ინდოეთის 11-11 მოქალაქე.

გაძევებულ პირთა შორის ასევე არიან: თურქეთის 9; ნიგერიის და ეგვიპტის 8-8; რუსეთის 7; პაკისტანის 6; იორდანიის 5; ალჟირის 4; ეთიოპიის 3; ლიბიის 3; ტაჯიკეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, თურქმენეთის, საუდის არაბეთის, სომხეთის 1-1 მოქალაქე.