ახალი ამბები

ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ლაშა ბექაური იასპარეზებს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ძიუდოისტი, ლაშა ბექაური (90კგ) იასპარეზებს. ძიუდოს ტურნირი, თბილისის დროით, 12:00 საათიდან დაიწყება.

ამ დროისთვის, საქართველოს ერთი მედალი აქვს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა.

ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

ბექაური დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოდანაა.