საბჭოთა სიმბოლოები კახეთში
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის ძეგლი დღემდე შემორჩინილია.
საბჭოთა სიმბოლიკა სოფელ ზემო ალვანის ცენტრშია განთავსებული. სტალინის ძეგლი 2011 წლის 17 ივნისს, ღამის 01:00 საათზე აიღეს. 2012 წლის ნოემბერში ძეგლი ისევ დააბრუნეს. 2013 წლის 19 იანვარს კი, ძეგლი საღებავით შეღებეს.
აღსანიშნავია, რომ საბჭოთა სიმბოლოები კახეთის რეგიონის სოფლებში დამოუკიდებლობის ხელახალი მოპოვებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგაც სახეზეა.