რეგიონებისთვის ₾20 მლნ გამოიყო – რა თანხას მიიღებს კახეთის რეგიონი
პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, არჩევნებამდე 3 თვის ადრე, საქართველოს რეგიონებისთვის 20 მლნ ლარი გამოიყო.
როგორც 2024 წლის 23 ივლისით დათარიღებულ განკარგულებაში ვკითხულობთ, თანხა ბიუჯეტიდან „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის” ინიციატივის განსახორციელებლად გამოეყო.
პრემიერის განკარგულებით, თითოეულ მუნიციპალიტეტს 100 000 ლარი გამოეყოფა. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში თანხას ფინანსთა სამინისტრო გადარიცხავს და თანხის მიზნობრივად და ეფექტიანად განკარგვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტს.
პროექტების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებს აქვთ უფლება, პროცედურები განახორციელონ სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ანუ უტენდეროდ.
დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 1.03 მლნ-მდე ლარი გამოეყო ქუთაისის მუნიციპალიტეტს;
გურჯაანის მუნიციპალიტეტს – 440 000-ზე მეტი ლარი;
თელავის მუნიციპალიტეტს – 467 000-ზე მეტი ლარი;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტს – 405 000 ლარი;